თბილისის აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო სენსორული მონიტორი დამონტაჟდა

20/11/2009 Comments off

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით და ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ბარგის ასაღებ დარბაზში ტურიზმის საინფორმაციო 2 სენსორული მონიტორი დამონტაჟდა.

მათ პრეზენტაციას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი ზაალ აბაზაძე დაესწრო.

როგორც ზაალ აბაზაძემ აღნიშნა, ეს ახალი ტიპის, საკმაოდ საჭირო და მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ვიზიტორს საშუალებას მისცემს, ძალიან სწრაფად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

სენსორული მონიტორების  მონაცემთა ბაზა საკმაოდ  მრავალფეროვანია და მოიცავს  ინფორმაციას საქართველოს  მასშტაბით არსებული სასტუმროების, ტრანსპორტირების, მარშრუტების, კვების ობიექტების და სხვა ტურისტული მომსახურეობის შესახებ.

მსგავსი ტიპის  მომსახურების არსებობა არამარტო ტურისტებისთვის არის გამოსადეგი, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადგილობრივ თემებს (გლეხს, ფერმერს) და კერძო სექტორს მათ მიერ შეთავაზებული ტურისტული პროდუქტის უფასო რეკლამირებაში.

Categories: ტურიზმი

“კია მოტორს ჯორჯიაში” ავტოდაკრედიტების ახალი პირობები ძალაში შევიდა

19/11/2009 Comments off

კიას ცენტრში, 2009 წლის 16 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ავტოდაკრედიტების ახალი პირობები. ცენტრში მისულ მომხმარებელს შესთავაზებენ „კორ სტანდარტ ბანკის“, „საქართველოს ბანკისა“ და „თი ბი სი ბანკის“ ავტოგანვადების მრავალფეროვან პირობებს.

საპროცენტო  განაკვეთი დაიწყება 0%–დან და დამოკიდებული იქნება თანამონაწილეობასა  და ვადაზე. მოქნილი გრაფიკი  მისცემს მომხმარებლებს  საშუალებას გააფორმონ სესხი  უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში. სესხის მაქსიმალური ვადა 6 წელია, თანამონაწილეობა 20%–დან, ხოლო 40%–იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში მომხმარებელი არ იქნება ვალდებული წარმოადგინოს შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

იურიდიულ პირებს საშუალება ექნებათ გააფორმონ 15%–იანი ავტო სესხი დილერის სალონში „კორ სტანდარტ ბანკის“ წარმომადგენლის მეშვეობით.

აჭარაში ახალი სასათბურე მეურნეობის მშენებლობა მიმდინარეობს

18/11/2009 Comments off

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, ბათუმის მახლობლად მდებარე სოფელ სალიბაურში, სასათბურე მეურნეობის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სასათბურე მეურნეობის განვითარებისთვის თურქულმა კომპანია “აიკონ გრუპმა” 3 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

მეურნეობის  სრულად ამოქმედების შემდეგ, ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა) წარმოება 2000 ტონამდე გაიზრდება. კომპანია მომავალში 200-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

ცხელი ფასები ”ელიტელისა” და ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში

18/11/2009 Comments off

”მზიანი სამეულის” მორიგი აქცია ”ელიტელსა” და ”ელიტ ელექტრონიქსში” 19 ნოემბრიდან დაიწყება. კერძოდ, აქციის ფარგლებში ორივე მაღზიათა ქსელმა ცნობილი ბრენდების მობილური ტელეფონები ექსკლუზიურ ფასებში NOKIA – 55 ლარად, SAMSUNG – 53 ლარად, ხოლო LG -50 ლარად წარმოადგინა. 

„მზიანი სამეულის“ აქცია ”ელიტელსა” და  ”ელიტ ელექტრონიქსში” მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და დროდადრო სხვა ბრენდები და მოდელები ჩაენაცვლება. 

Categories: აქცია

ნავთობის ფასები გაიზარდა

18/11/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 17  ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები გაიზარდა. კერძოდ:

ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე – IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78,97 (+0,21) დოლარი ბარელზე;

ნიუ-იორკში კი New York Mercantile Exchange-ზე – Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79,14 (+0,24)   დოლარი ბარელზე.

KODAK-ის წინა საახალწლო აქცია ”ელიტ ელექტრონიქსში”

17/11/2009 Comments off

”ელიტ ელექტრონიქსი” KODAK-ის წინა საახალწლო აქციას 10,2 – მეგაპიქსელიან ფოტო აპარატ  M340-ზე იწყებს. მომხმარებლები აღნიშნულ მოდელს  374 ლარის ნაცვლად 334 ლარად შეიძენენ.

ფასდაკლების გარდა, მომხმარებლებს საჩუქრად გადაეცემათ 2 გბ-იანი მეხსიერების ბარათი, ფოტოაპარატის ტყავის ჩანთა და ფოტო ჩარჩო.

აქცია ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში ხვალიდან დაიწყება და 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Categories: აქცია

ფულადი გზავნილები ოქტომბერში

17/11/2009 Comments off

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2009 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 80.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.3 პროცენტით მეტია სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების მატებამ გამოიწვია 0.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 1.7 პროცენტით.

უცხოეთიდან  საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე მიმდინარე წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 89.7 პროცენტი მოდიოდა. 
 
2009 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.3 მლნ აშშ დოლარისა ამავე წლის სექტემბერში. გადარიცხვები გაიზარდა რუსეთში – 0.1 მლნ აშშ დოლარით ანუ 5.3  პროცენტით.

”აფბა” სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხების გაცემის პრაქტიკის მოსალოდნელ დანერგვას აპროტესტებს

16/11/2009 Comments off

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა  ფინანსისტთა და ბიზნესმენთა  ასოციაცია” (აფბა), 2010 წლის ბიუჯეტიდან სესხების გაცემის იდეას  აპროტესტებს და მოითხოვს, რომ აღნიშნული პუნქტი ამოღებულ იქნას ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან. 

2010 წლის ბიუჯეტის  პროექტი განსახილველად  პარლამენტშია შესული. პროექტში ჩადებულია პირობა, რომ მთავრობას 2010 წლის ბიუჯეტიდან შეუძლია იურიდიულ პირებზე სესხი გასცეს. ”აფბა”-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის კერძო ბიზნესში უხეში ჩარევა, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებებთან, რომელიც ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, აგრეთვე ”ეკონომიკური თავისუფლების აქტით” დეკლარირებულ პრინციპებთან.     

ქ. გორში კომპანია “ავერსის” მორიგი კლინიკა გაიხსნა

16/11/2009 Comments off

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის 12 ნოემბერს, ქ. გორში, კომპანია ავერსის მორიგი კლინიკა გაიხსნა.

კლინიკა აღჭურვილია მსოფლიო დონის ევროპული, ამერიკული და იაპონური სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით.

ავერსის კლინიკები  ფუნქციონირებენ ქალაქებში – მარნეული, რუსთავი, ლანჩხუთი და თბილისი.

„კორ სტანდარტ ბანკმა“ საკრედიტო ბარათი NEXT გამოუშვა

16/11/2009 Comments off

„კორ სტანდარტ ბანკმა“ ახალი საკრედიტო ბარათი “NEXT” გამოუშვა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს ისარგებლოს საკრედიტო ლიმიტით.

ბარათის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ბარათით ანგარიშსწორებისას, მომხმარებელს უკან დაუბრუნდება გადახდილი თანხის 1%. 

საპროცენტო  განაკვეთი შეადგენს თვეში 2.4% – 2.7%, ხოლო თუ მომხმარებელს სურს ისარგებლოს 0%-იანი საკრედიტო ლიმიტით, 40 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს გახარჯული თანხა.

ბარათის საკრედიტო  ლიმიტის მინიმალური მოცულობა განისაზღვრება 500 აშშ დოლარით, ხოლო მაქსიმალური – 7 500 აშშ დოლარამდე.

“NEXT” ბარათის მფლობელი ისარგებლებს ფასდაკლებებით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.