ბიზნეს სტატია

 

 

 

 

 

 

 

 

„კია მოტორსის“ ახალი ქარხანა ამერიკის შეერთებულ შტატებში 

მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, ”კია მოტორს კორპორაციამ”, ჩრდილოეთ ამერიკაში ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა უკვე გაუშვა ექსპლუატაციაში. პირველი ავტომობილი, რომელიც ამერიკის შტატ ჯორჯიაში, ”კიას” ახალი ქარხნის კონვეირიდან ჩამოვიდა სრულიად განახლებული ”სორენტოა” (ცნობისათვის, ამ ძალზედ საინტერესო ყველგანმავლის გაყიდვები საქართველოში 2010 წლიდან დაიწყება).  

ქარხანა 8,9 კვადრატული კმ-ის ფართობზეა განლაგებული. აქ ფუნქციონირებს სრულფასოვანი ამწყობი საამქრო ხაზი და გადაცემათა კოლოფის საპროექტო განყოფილება, სადაც ახალი 6 საფეხუარიანი გადაცემათა კოლოფი იქმნება. საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედებს 3,2 კმ–ის სიგრძის ე.წ. ”ტესტ-ლეინი”, სადაც ავტომობილები საბოლოო შემოწმებას გადიან. ქარხნის საწყისი საპროგნოზო წარმადობა 300 000 ავტომობილია წელიწადში. 

ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შესვლის  დღიდან, ”კიას” მარკის ავტომობილების  ბაზრის წილი განუხრელად იზრდებოდა 14 წლის განმავლობაში, ხოლო 2009 წლის ოქტომბრის თვეში ზრდამ 50% შეადგინა.  

”კია მოტორს კორპორაციამ” ოფიციალურად განაცხადა გაყიდვების ზრდის შესახებ მე-4 კვარტლის მონაცემების მიხედვით, რომლის თანხმადაც იგი უმსხვილეს ავტომწარმოებელთა სამეულში აღმოჩნდა – იმათ შორის ვისაც, 2009 წლის მიმდინარე პერიოდისათვის დაუფიქსირდათ ზრდა 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ ”კია” უფრო და უფრო იმკვიდრებს ხელმისაწვდომობის, გამძლეობის, ხარისხისა და მიმზიდველობის რეპუტაციას, რაზეც ბრენდის სტაბილურად მზარდი გაყიდვები მეტყველებს. მომხმარებელთა დიდი ნაწილი, რომლებიც არაგადმწყვეტ როლს ანიჭებენ ბრენდის პრესტიჟს,  ერთხმად აღნიშნავენ, რომ ”კიას” ხარისხი, დიზაინი და ფასი საუკეთესოა თავის კლასში.  
 

 

 

ინფორმაციისათვის:
 
„კია მოტორს კორპორაცია“ დაარსდა 1944 წელს და წარმოადგენს ყველაზე ძირძველ და გამოცდილ საავტომობილო მწარმოებელს კორეაში, ამბიციური გეგმებით გახდეს მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი საავტომობილო ბრენდი.  წელიწადში 1,5 მილიონი ავტომობილის აწყობა ხდება 8 სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულ 13 საწარმოში, რეალიზაცია კი წარმოებს ფართო სადილერო ქსელის მეშვეობით 172 ქვეყანაში. კორპორაციაში დასაქმებულია 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და წლიური შემოსავალი შეადგენს 14,5 მილიარდ დოლარს. კია გახლავთ Australian Open–ის ძირითადი სპონსორი  და FIFA -სა და UEFA –ს ოფიციალური პარტნიორი. ბრენდის სლოგანი – “The Power to Surprise” – სრულად ასახავს კომპანიის მისწრაფებას გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდინს  მუდმივად განვითარებადი საავტომობილო ტექნოლოგიების წყალობით.
 

 

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.