Archive

Archive for October, 2009

„კორ სტანდარტ ბანკში“ ანაბრების აქციის მეხუთე გათამაშება გაიმართება

30/10/2009 Comments off

kor standardდღეს, 30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „კორ სტანდარტ ბანკის“ სათავო ოფისში (ჭავჭავაძის #43) გაიმართება ანაბრების აქციის მეხუთე გათამაშება. გათამაშებას დაესწრება ბანკის მენეჯმენტი და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.

მეხუთე გათამაშების გამარჯვებული მიიღებს სამოგზაურო ვაუჩერს, 2 ადამიანზე, ქვეყანას კი თავად აირჩევს.

გამარჯვებულს, გამოვლენიდან რამოდენიმე დღეში, საზეიმო ვითარებაში გადაეცემა პრიზი.

შემდეგი გათამაშება გაიმართება 2009 წლის, 27 ნოემბერს.

Categories: აქცია

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსად ზაალ აბაზაძეს წარადგენენ

30/10/2009 Comments off

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 30 ოქტომბერს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი დეპარტამენტის ახალ უფროსს – ზაალ აბაზაძეს წარადგენს.

წარდგენის ცერემონიალი გაიმართება 17 საათზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, რომელიც მდებარეობს თავისუფლების მოედანზე. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ტურისტული სააგენტოების, ავიაკომპანიების, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე ტურიზმის სფეროს ექსპერტები.

Categories: ტურიზმი

ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა

30/10/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 29  ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები გაიზარდა.  კერძოდ:

ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე – IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78,04 (+2,18) დოლარი ბარელზე;

ნიუ-იორკში კი New York Mercantile Exchange-ზე – Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79,87 (+2,41)  დოლარი ბარელზე.

თბილისში სუამის წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებათა წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

29/10/2009 Comments off

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს სასტუმროში „რედისონ სას ივერია” მუშაობა დაასრულა სუამის წევრი სახელმწიფოების „ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის” მმართველი კომიტეტის მე-11 სხდომამ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საბაჟო ადმინისტრაციისა და სასაზღვრო კონტროლის უწყებების წარმომადგენლები.

 
სხდომის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ და უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ იგორ პიკოვსკიმ, ხელი მოაწერეს ოქმს „უკრაინასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ წინასწარი ინფორმაციის გაცვლის ორგანიზების თაობაზე” 

 
 „ოქმის გაფორმება ხელს შეუწყობს ადმინისტრირების გაუმჯობესებას. ჩვენ შევძლებთ ერთობლივად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების გამარტივებულად წარმოებას,” – განაცხადა გიორგი ცხაკაიამ. ტვირთის თაობაზე მხარეები ინფორმაციას ელექტრონულად გაცვლიან, რაც ბევრად გააადვილებს იმპორტიორებისა და ექსპორტიორების საქმიანობას, რადგან საბაჟოებს ინფორმაცია ტვირთის შესახებ წინასწარ ეცოდინებათ.

ენერგეტიკის მინისტრი ბორჯომის რაიონის სოფელ ტბაში ჩავა

29/10/2009 Comments off

ენერგეტიკის სამინისტროს  ინფორმაციით, 30  ოქტომბერს, 10:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ბორჯომის რაიონის სოფელ ტბაში ჩავა, სადაც კომპანია “იტერა-საქართველომ” გაზიფიცირების სამუშაოები დაასრულა.

პროექტი   საპრეზიდენტო პროგრამის “გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში  განხორციელდა. ბუნებრივ აირს 130 აბონენტი  მიიღებს.

სოფელ ტბის გაზიფიცირება 2009 წლის  9 სექტემბერს დაიწყო. “იტერა-საქართველომ”  2,5 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი  ააშენა. ბორჯომის რაიონში დასრულებულია სოფლების: მზეთამზე (150 აბონენტი), რველის (250 აბონენტი), წაღვერის (700 აბონენტი), ვარდგინეთის (702 აბონენტი) და ახალდაბის მეორე ნაწილის (300 აბონენტი) გაზიფიცირება.დღეისათვის კომპანია “იტერა – საქართველო” გაზმომარაგებას ბორჯომის რაიონის თითქმის ყველა სოფელში  ახორციელებს.

სებ-ის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები

29/10/2009 Comments off

სებ–ის ინფორმაციით, 2009 წლის 29 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N43, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 5 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფასიანი ქაღალდები  შეიძინა ორმა კომერციულმა  ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.05%, მაქსიმალური 3.19%, ხოლო საშუალო შეწონილი 3.15%–ით განისაზღვრა.

ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა

29/10/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,  2009  წლის 28  ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა.  კერძოდ:

ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე – IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,86 (-2,06)  დოლარი ბარელზე;

ნიუ-იორკში კი New York Mercantile Exchange-ზე – Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77,46 (-2,09)   დოლარი ბარელზე.

გუდვილი ქართული კვების პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაციას მოაწყობს

28/10/2009 Comments off

30-31 ოქტომბერს,  13:00-დან 18:00 საათამდე, ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ კომპანია „გუდვილისა“ და „ეკო-ფუდის“ ერთობლივი აქცია „ქართული გემო“ გაიმართება. 

აქციის მიზანი ქართული წარმოების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. კომპანია “გუდვილი” მომხმარებელს შესთავაზებს იმ ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებს, რომელიც ჰიპერმარკეტშივე იყიდება. 2 დღიანი აქცია გააერთიანებს როგორც ღვინისა და სურსათის მწარმოებელ კომპანიებს, ასევე ქართულ ბიო პროდუქტის მეურნეობათა ასოციაციებს და ფერმერებს. 

„გუდვილისა“ და ეკო-ფუდის ორგანიზებით, 2 დღის განმავლობაში ჰიპერმარკეტში მისულ მომხარებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს ქართული მრავალფეროვანი პროდუქტი, შეაფასოს მათი ხარისხი და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეიძინოს.

თბილისში კომპანია Vianor– ის პირველი სერვის–ცენტრი გაიხსნა

28/10/2009 Comments off

თბილისში, ფინური კომპანია Vianor–ის საბურავებისა და მომსახურების პირველი სერვის–ცენტრი გაიხსნა. Vianor-ი, Nokian-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის ოფიციალური დილერი საქართველოში კომპანია Sena Auto გახლავთ. 100 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი Nokian-ი აწარმოებს უმაღლესი, პრემიუმ კლასის საბურავებს. მისი გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრები მსოფლიოს 10–ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. 

კომპანია Sena Auto უფლებამოსილია „ფრენჩაიზის“ წესით ნებისმიერ კომპანიასა თუ დაინტერესებულ პირს გადასცეს Vianor–ის ბრენდის გამოყენების უფლება. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ სტანდარტებს, რაშიც შედის: შესაბამისი ფართის ფლობა და აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. საჭიროების შემთხვევაში კომპანია Sena Auto უზრუნველყოფს ობიექტის გაფორმებას, საქონლით უზრუნველყოფასა და სერვის–ცენტრის მენეჯმენტს. 

2010 წლისთვის, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია Vianor–ის 10–მდე სერვის–ცენტრის გახსნა. მათ შორის, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში.  

გუშინ, 27 ოქტომბერს Vianor–ის სერვის–ცენტრში გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული სტუმრები: Vianor–ის ბრენდ მენეჯერი ამიერკავკასიაში – იური ივანოვიჩი, Nokian–ის მმართველი დირექტორი – იგორ ბოგდანოვი და მენეჯერი ამიერკავკასიაში – პაველ გიდზილი.

ოპეკი მზადაა ნავთობის მოპოვება გაზარდოს

27/10/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი – „ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (ოპეკი), დეკემბრის თვის შეხვედრაზე გაზრდის ნავთობის მოპოვების კვოტებს, თუ ნავთობი გაძვირდება 100 აშშ დოლარამდე ბარელზე“ – განაცხადა ოპეკის პრეზიდენტმა ჟოზე ბოტელო დე ვასკონსელოსმა, რომელიც ამავდროულად ანგოლის ნავთობის მინისტრია.

დე ვასკონსელოსის  აზრით, ექსპორტიორებიც და მყიდველებიც  კმაყოფილები არიან ნავთობის ფასით 75-80 აშშ დოლარის ფარგლებში ბარელზე და უფრო მაღალმა ფასმა შესაძლოა შეანელოს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა.

ოპეკის პრეზიდენტის  აზრით, მიწოდებისა და მოთხოვნილების  ბალანსის შესანარჩუნებლად, მსოფლიო ბაზრებზე ფასების  შემდგომი ზრდის შემთხვევაში, ოპეკის 22 დეკემბერს ლუანდაში  დაგეგმილ მორიგ სამიტზე მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების კვოტების გაზრდის შესახებ.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.