Home > ფინანსები > ”აფბა” სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხების გაცემის პრაქტიკის მოსალოდნელ დანერგვას აპროტესტებს

”აფბა” სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხების გაცემის პრაქტიკის მოსალოდნელ დანერგვას აპროტესტებს

16/11/2009

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა  ფინანსისტთა და ბიზნესმენთა  ასოციაცია” (აფბა), 2010 წლის ბიუჯეტიდან სესხების გაცემის იდეას  აპროტესტებს და მოითხოვს, რომ აღნიშნული პუნქტი ამოღებულ იქნას ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან. 

2010 წლის ბიუჯეტის  პროექტი განსახილველად  პარლამენტშია შესული. პროექტში ჩადებულია პირობა, რომ მთავრობას 2010 წლის ბიუჯეტიდან შეუძლია იურიდიულ პირებზე სესხი გასცეს. ”აფბა”-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის კერძო ბიზნესში უხეში ჩარევა, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებებთან, რომელიც ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, აგრეთვე ”ეკონომიკური თავისუფლების აქტით” დეკლარირებულ პრინციპებთან.     

Advertisement
Follow

Get every new post delivered to your Inbox.