ფულადი გზავნილები ოქტომბერში
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2009 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 80.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.3 პროცენტით მეტია სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების მატებამ გამოიწვია 0.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 1.7 პროცენტით.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე მიმდინარე წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 89.7 პროცენტი მოდიოდა.
2009 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.3 მლნ აშშ დოლარისა ამავე წლის სექტემბერში. გადარიცხვები გაიზარდა რუსეთში – 0.1 მლნ აშშ დოლარით ანუ 5.3 პროცენტით.