Home > სოფლის მეურნეობა > აჭარაში ახალი სასათბურე მეურნეობის მშენებლობა მიმდინარეობს

აჭარაში ახალი სასათბურე მეურნეობის მშენებლობა მიმდინარეობს

18/11/2009

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, ბათუმის მახლობლად მდებარე სოფელ სალიბაურში, სასათბურე მეურნეობის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სასათბურე მეურნეობის განვითარებისთვის თურქულმა კომპანია “აიკონ გრუპმა” 3 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

მეურნეობის  სრულად ამოქმედების შემდეგ, ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა) წარმოება 2000 ტონამდე გაიზრდება. კომპანია მომავალში 200-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

Advertisement
Follow

Get every new post delivered to your Inbox.