Archive

Archive for the ‘განათლება’ Category

საქართველოში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა

27/10/2009 Comments off

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა. 

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლათა ქსელს მრავალი  წელია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის, იტალიის განათლების სფეროს განვითარებაში. ბაქსვუდის სკოლის გახსნის იდეა საქართველოში წელს მას მერე გაჩნდა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ბაქსვუდის სკოლა თავის მთავარ პარტნიორად აირჩია. ამ პარტნიორობის შედეგად, წელს საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლებში  ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულმა 1000 მოსწავლემ უკვე გაიარა ინგლისური ენის ინტენსიური კურსი,  მათგან საუკეთესონი კი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ.   
 
ბრიტანული საგანმანათლებლო დაწესებულება – ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე, რომელიც 2000 წლიდან წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში.  
 
სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის დირექტორი – გაილს სატონი, ბაქსვუდის თბილისის სკოლის დირექტორი – ლევან ხარატიშვილი,  განათლების და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე – ირინე ქურდაძე, განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ტრენინგი ჩატარდება

20/10/2009 Comments off

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) – მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოში მოღვაწე მაღალი თანამდებობის მქონე ბიზნესმენი ქალბატონებისათვის ტრენინგს ჩაატარებს. ღონისძიების მიზანია კორპორაციული მართვის საკითხებში ცოდნის გაღრმავება და ამგვარად დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ბიზნესის სფეროში დასაქმებული ქალბატონებისათვის. 

მთავარი მომხსენებელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი იქნება. 

ღონისძიება 21 ოქტომბერს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში”, 10:00-დან 12:00 საათამდე გაიმართება.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.