Archive

Archive for the ‘ენერგეტიკა’ Category

ნავთობის ფასები გაიზარდა

18/11/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 17  ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები გაიზარდა. კერძოდ:

ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე – IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78,97 (+0,21) დოლარი ბარელზე;

ნიუ-იორკში კი New York Mercantile Exchange-ზე – Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79,14 (+0,24)   დოლარი ბარელზე.

ნავთობის ფასები გაიზარდა

12/11/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2009  წლის 11  ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები გაიზარდა. კერძოდ:

ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე – IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77,95 (+0,45) დოლარი ბარელზე;

ნიუ-იორკში კი New York Mercantile Exchange-ზე – Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79,28 (+0,23)  დოლარი ბარელზე.

სამცხე-ჯავახეთში “მტკვარიჰესის” მშენებლობა დაიწყო

10/11/2009 Comments off

საქართველოს ენერგეტიკის  სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ჰიდროელექტროსადგურის “მტკვარიჰესის” მშენებლობას საფუძველი  ჩაუყარა.

41-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას კომპანია “კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურას” მიერ დაფუძნებული კომპანია “მტკვარი” ახორციელებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “კავკასუს ჰიდრო კონსტრაქშენი” შეასრულებს.

კომპანიამ ახალციხისა და ასპინძის რაიონებში, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 61 ჰა მიწის ფართი კერძო ფლობელებისგან და სახელმწიფოსგან პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა. “კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა” “მტკვარიჰესის” მშენებლობის დასრულებას 2012 წლისთვის გეგმავს და მშენებლობაში 70 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს, რასაც კომპანიის აქციონერებისაგან მიიზიდავს.

კომპანიის გენერალური დირექტორის არჩილ მამათელაშვილის თქმით, გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში შიდა ბაზარზე გაიყიდება.

საქართველოში საწვავის მოხმარება ზრდას განაგრძობს

09/11/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის მოხმარება ზრდას განაგრძობს. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით: “2009 წლის იანვარ–ოქტომბრის თვეებში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 682  ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი. მათ შორის, ბენზინი – 382  ათასი ტონა, დიზელის საწვავი – 300  ათასი ტონა.

2008 და 2009 წლების  ანალოგიური პერიოდების  შედარებით ვღებულობთ, რომ  მიმდინარე წელს ბენზინის  იმპორტი გაზრდილია 57  ათასი ტონით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი – 18 ათასი ტონით.

საქართველოში  საწვავის იმპორტის ზრდა ცალსახად მიუთითებს იმას, რომ იზრდება  მისი მოხმარება, იმის მიუხედავად, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საწვავის ფასი პერმანენტულად მატულობს, ეს კი მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას”.

ნავთობის ფასები შემცირდა

09/11/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2009  წლის 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები შემცირდა. კერძოდ:

ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე – IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 75,87 (-2,12) დოლარი ბარელზე;

ნიუ-იორკში კი New York Mercantile Exchange-ზე – Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77,43 (-2,19)  დოლარი ბარელზე.

საწვავის ფასის ზრდის მიზეზები

06/11/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე  ვანო მთვრალაშვილის განცხადებით: “მიმდინარე წლის სექტემბერ–ოქტომბრის თვეებში საქართველოს სანავთობო  ბაზარზე საწვავის ფასები სტაბილურობით გამოირჩეოდა  და ის თითქმის ერთ ნიშნულზე იდგა. თუმცა ნოემბრის დასაწყისში მოხდა საწვავის ფასის მატება და სხვადასხვა კატეგორიის საწვავზე ის გაიზარდა 5–10 თეთრის ფარგლებში ლიტრზე.

საწვავის ფასის  ზრდა დაკავშირებულია ნავთობპროდუქტებზე   საერთაშორისო ფასის მატებით. საქართველოში მოქმედი ყველა ნავთობკომპანია საწვავის იმპორტს ახორციელებს მხოლოდ საერთაშორისო ფასებით. შესაბამისად,  ფასების მატება ლოგიკურად ყველა მათგანს ერთნაირად ეხება და ამიტომაც მათ მიერ საწვავის ფასის ზრდის დიაპაზონი მეტნაკლებად ერთნაირია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კომპანიის საწვავის ფასებს შორის არის განსხვავებაც 5-10 თეთრის ფარგლებში ლიტრაზე, რაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული კონკურენციის განმსაზღვრელია“.

ვენესუელა ოპეკის მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდის წინააღმდეგია

04/11/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,  ვენესუელა ოპეკის მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდის წინააღმდეგია.

„ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (ოპეკი) არ უნდა გაზარდოს ნავთობის მოპოვება. ჩვენ არ ვითვალისწინებთ აზრს  ნავთობის მოპოვების გაზრდის აუცილებლობის შესახებ. ჩვენ კვლავინდებურად ვხედავთ მნიშვნელოვან არასტაბილურობას სანავთობო ბაზარზე. წლის ბოლოს ჩვენ უნდა მივაღწიოთ მიზანს – ნავთობის საშუალო ფასს 70 დოლარის ფარგლებში ბარელზე – და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფასის სტაბილიზირებას ამ დონეზე. ოპეკის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2009 წლის 22 დეკემბერს ანგოლაში, ვენესუელა დაიკავებს “ფრთხილ” პოზიციას“ – განაცხადა ვენესუელის ენერგეტიკისა და ნავთობის მინისტრმა რაფაელ რამირესმა.

ნავთობის ფასები გაიზარდა

03/11/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები გაიზარდა. კერძოდ:

ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე – IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,55 (+1,35) დოლარი ბარელზე;

ნიუ-იორკში კი New York Mercantile Exchange-ზე – Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78,13 (+1,13)  დოლარი ბარელზე.

ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა

30/10/2009 Comments off

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 29  ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები გაიზარდა.  კერძოდ:

ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე – IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78,04 (+2,18) დოლარი ბარელზე;

ნიუ-იორკში კი New York Mercantile Exchange-ზე – Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79,87 (+2,41)  დოლარი ბარელზე.

ენერგეტიკის მინისტრი ბორჯომის რაიონის სოფელ ტბაში ჩავა

29/10/2009 Comments off

ენერგეტიკის სამინისტროს  ინფორმაციით, 30  ოქტომბერს, 10:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ბორჯომის რაიონის სოფელ ტბაში ჩავა, სადაც კომპანია “იტერა-საქართველომ” გაზიფიცირების სამუშაოები დაასრულა.

პროექტი   საპრეზიდენტო პროგრამის “გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში  განხორციელდა. ბუნებრივ აირს 130 აბონენტი  მიიღებს.

სოფელ ტბის გაზიფიცირება 2009 წლის  9 სექტემბერს დაიწყო. “იტერა-საქართველომ”  2,5 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი  ააშენა. ბორჯომის რაიონში დასრულებულია სოფლების: მზეთამზე (150 აბონენტი), რველის (250 აბონენტი), წაღვერის (700 აბონენტი), ვარდგინეთის (702 აბონენტი) და ახალდაბის მეორე ნაწილის (300 აბონენტი) გაზიფიცირება.დღეისათვის კომპანია “იტერა – საქართველო” გაზმომარაგებას ბორჯომის რაიონის თითქმის ყველა სოფელში  ახორციელებს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.