Archive

Archive for the ‘ინვესტიციები’ Category

საწარმოთა განვითარების ქსელის (EDN) ექსპერტები თბილისში

03/11/2009 Comments off

ფინანსთა სამინისტროს  ინფორმაციით, გუშინ 2 ნოემბერს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი,” სამინისტროს ეგიდით საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტომ (IRMA) საწარმოთა განვითარების ქსელის (Enterprise Development Network) ექსპერტებთან ერთად ქართული საბანკო და კერძო სექტორისათვის მოაწყო შეხვედრა, რომლის მიზანი  იყო ხელი შეეწყოს ქვეყანაში უცხოური დაფინანსების მოზიდვისა და პოლიტიკური რისკების დაზღვევის საკითხებს. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე და საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სიმონია. 

საწარმოთა განვითარების ქსელი (EDN) საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC)-ის ინსტიტუტია და მოიცავს  მსოფლიოში ცნობილ მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებს, საკონსულტაციო ბიზნესებს, ასოციაციებს, იურიდიულ ფირმებს და საინვესტიციო სააგენტოებს. ამ ალიანსში ძირითადად, კერძო კომპანიებია გაერთიანებული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო პირველი სამთავრობო სტრუქტურაა, რომელიც ორგანიზაციის წევრი გახდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალიანსში ამ ეტაპზე არ არიან  გაერთიანებული ქართული კომპანიები, ამდენად მათ შეუძლიათ გაწევრიანდნენ აღნიშნულ ქსელში.  

 შეხვედრაზე ქსელის ექსპერტებმა ქართულ ბიზნესსექტორს გააცნეს   ორგანიზაციის სტრუქტურა, ასევე მისი მუშაობის ძირითადი ასპექტები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის იმ ასპექტებს, რომლითაც შეიძლება ქართული ბიზნესის წახალისებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით განვითარდეს.

ოქტომბრის ბოლოს ქუვეითში ბიზნესფორუმი გაიმართება

16/10/2009 Comments off

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქართული დელეგაცია, მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის შემადგენლობით ქუვეითიდან დაბრუნდნენ.

დელეგაცია ქუვეითში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქუვეითის პრემიერ-მინისტრსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ქუვეითის მომავალი ურთიერთობები, ამ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა და საინვესტიციო გარემო.

ვიზიტის დროს, ქუვეითელმა ინვესტორებმა საქართველოში ინვესტიციების დაბანდების სურვილი გამოთქვეს, კერძოდ ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სფეროებში. ასევე, გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ქუვეითელი ბიზნესმენების დელეგაცია ეწვევა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ოქტომბრის ბოლოს ქუვეითში ბიზნესფორუმი გაიმართება, სადაც ქართული მხარე კონკრეტული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას მოახდენს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.