30-31 ოქტომბერს, 13:00-დან 18:00 საათამდე, ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ კომპანია „გუდვილისა“ და „ეკო-ფუდის“ ერთობლივი აქცია „ქართული გემო“ გაიმართება.
აქციის მიზანი ქართული წარმოების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. კომპანია “გუდვილი” მომხმარებელს შესთავაზებს იმ ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებს, რომელიც ჰიპერმარკეტშივე იყიდება. 2 დღიანი აქცია გააერთიანებს როგორც ღვინისა და სურსათის მწარმოებელ კომპანიებს, ასევე ქართულ ბიო პროდუქტის მეურნეობათა ასოციაციებს და ფერმერებს.
„გუდვილისა“ და ეკო-ფუდის ორგანიზებით, 2 დღის განმავლობაში ჰიპერმარკეტში მისულ მომხარებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს ქართული მრავალფეროვანი პროდუქტი, შეაფასოს მათი ხარისხი და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეიძინოს.
2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ „პროკრედიტ ბანკმა“, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, პროექტი “Help the Children” განახორციელა, რომელიც ითვალსწინებდა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების დახმარებას.
პროექტი „პროკრედიტ ბანკმა“ დააფინანსა. ბანკის ინიციატივით შეიქმნა ფონდი “Help the Children”, სადაც შეწირულობა შეიტანეს ბანკის თანამშრომლებმა, კლიენტებმა და პარტნიორებმა, ასევე უცხოელმა მოქალაქეებმა და ორგანიზაციებმა.
პროექტის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა 5–დან 13 წლამდე ასაკის 450–მდე ბავშვმა თავიანთ მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ერთად, ათი დღე მშვიდ და სასიამოვნო გარემოში – სარეაბილიტაციო ცენტრებში გაატარა.
პროგრამის მიმდინარეობისას, „პროკრედიტ ბანკმა“ ბავშვები და მათი მშობლები, უზრუნველყო ჯანმრთელობის დაზღვევითა და სამედიცინო დახმარებით, ასევე ტანსაცმლით, ჰიგიენური საშუალებებით, სათამაშოებით და სხვ.
მარჯანიშვილების განახლებულ სახლ–მუზეუმში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ. ეს ტრადიცია დეველოპერული კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით შარშან აღდგა. წელს ცერემონია უკვე მეორედ გაიმართება.
ფიცის დადების რიტუალი, 80–იან წლებში, თელავსა და ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახლის მარანში ტარდებოდა. სტუდენტები ფიცს დებდნენ, რომ ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოს და როგორც პროფესიონალები, დაიცავდნენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს.
„სასიხარულოა, რომ შევძელით ამ სიმბოლური და ლამაზი ტრადიციის აღდგენა. ეს მივიწყებული ცერემონია პირველად შარშან, სწორედ მარჯანიშვილების სახლ–მუზეუმში განახლდა. მუზეუმის რესტავრაცია გასულ წელს დავამთავრეთ და მსურველებს უკვე შეუძლიათ ექსპოზიციის მონახულება. აქვე ჩატარდა თეატრალური პრემია „დურუჯის“ გადაცემის ცერემონია. პირველკურსელთა ნათლობაც ერთ–ერთი იმ ღონისძიებათაგანია, რომელთაც სახლ–მუზეუმი მასპინძლობს. ვფიქრობ, ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ შევძლებთ ქართული თეატრისა და კულტურის განვითარებაში საკუტარი წვლილის შეტანას“. – აცხადებს კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი.
ცერემონია, შაბათს, 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე ქ. ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ–მუზეუმში გაიმართება.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) – მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოში მოღვაწე მაღალი თანამდებობის მქონე ბიზნესმენი ქალბატონებისათვის ტრენინგს ჩაატარებს. ღონისძიების მიზანია კორპორაციული მართვის საკითხებში ცოდნის გაღრმავება და ამგვარად დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ბიზნესის სფეროში დასაქმებული ქალბატონებისათვის.
მთავარი მომხსენებელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი იქნება.
ღონისძიება 21 ოქტომბერს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში”, 10:00-დან 12:00 საათამდე გაიმართება.