Archive

Archive for the ‘წარმოება’ Category

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში კომპანია “ჯეოსთილის” არმატურის მწარმოებელი ახალი საამქრო გახსნა

10/11/2009 Comments off

საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში კომპანია “ჯეოსთილის” არმატურის მწარმოებელი ახალი საამქრო, კომპანია “JSW Steel” ხელმძღავანელთან, საჯან ჯინდალთან ერთად გახსნა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საჯან ჯინდალის დონის მეწარმის შემოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანია “ჯეოსთილში” 60 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელდა. დღეისთვის  საწარმოში 500-მდე მუშა-მოსამსახურეა დასაქმებული

საამქროს გახსნას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და აზრებაიჯანის ელჩები, დიპლომატიური კორპუსისა და EBRD-ის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. პრეზიდენტმა ქარხანაში ფოლადის სადნობი საამქროც დაათვალიერა.

მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანია ფოლადის წარმოებაში – “ArcelorMittal” საქართველოში შემოდის

09/11/2009 Comments off

მსოფლიოში უდიდესი ფოლადის მწარმოებელი  კომპანია „ArcelorMittal“–ი საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური უფლებით შემოდის.

11 ნოემბერს, 14:00 საათზე კომპანიის მენეჯმენტი  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მედიისთვის სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომლის თემაა – „შეხვედრა მომხმარებელთან და პარტნიორობა მომავლისათვის“.

კომპანია  „ArcelorMittal“–ი მსოფლიოს 60–ზე მეტ  ქვეყანაში ოპერირებს. გარდა მეტალურგიისა, კომპანიის საქმიანობა მოიცავს: ავტომობილების წარმოებას, მშენებლობას და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას.

კომპანია  „ArcelorMittal“–ი 1989 წელს დაარსდა და დღეისათვის მსოფლიო ბაზრის ერთ–ერთ ძირითად მომწოდებელს წარმოადგენს.

2008 წელს, კომპანიის წლიურმა შემოსავალმა  124.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„ArcelorMittal“–ის აქციები წარმოდგენილია ნიუ–იორკის, ამსტერდამის, პარიზის, ბრიუსელისა და  ესპანეთის საფონდო ბირჟებზე.

კომპანია “ვიმ-ბილ-დან საქართველო” რძის პროდუქტების წარმოებას იწყებს

09/11/2009 Comments off

ეკონომიკის  განვითარების სამინისტროს  ინფორმაციით, 2009 წლის ნოემბრიდან, რუსული კომპანიის – “ვიმ-ბილ-დან”-ის შვილობილი კომპანია საქართველოში – “ვიმ-ბილ-დან საქართველო” რძის პროდუქტების წარმოებას იწყებს.

საწარმო, რომელიც  თბილისში მდებარეობს, თანამედროვე  ევროპული ტექნოლოგიებით  და უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი. ქარხანა  გამოირჩევა მაღალი დონის  ავტომატიზაციით – ყველა საწარმო  პროცესის მართვა ცენტრალური მართვის პულტიდან ხორცილდება.

წარმოების პირველ ეტაპზე “სოფლის ნობათის” ბრენდით ბაზარზე გადის  ისეთი პროდუქტები, როგორიც  არის პასტერიზებული რძე, მაწონი, კეფირი და არაჟანი. გასაშვებად მზადდება ხაჭოს  პროდუქტები და იოგურტები. “სოფლის ნობათის” პროდუქცია გამოდის ინოვაციურ შეფუთვაში, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის მოხმარებას და შენახვას უადვილებს.

რუსული კომპანია “ვიმ-ბილ-დან”-ი წვენებისა  და რძის პროდუქტების მწარმოებელი 
უმსხვილესი კომპანიაა რუსეთსა და დსთ-ს სივრცეში, რომელიც 1992 წელს დაარსდა. 
კომპანია აწარმოებს რძის პროდუქციას, წვენებს, მინერალური წყალს და ბავშვთა კვების პროდუქტებს.

დღეისათვის, კომპანიაში 18 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის შემადგენლობაში შედის 37 საწარმო-ქარხანა  რუსეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და საქართველოში.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.